კონსტანტინე კუბლაშვილი თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 14:32

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს შეხვდა.

კონსტანტინე კუბლაშვილმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო სასამართლო ხელისუფლების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და სტაბილურობას.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დიპლომატიურ კორპუსს გააცნო ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სასამართლო ხელისუფლება გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაზრდის მიზნით გეგმავს.

ამ მიმართულებით, 2013 წლის პირველ ნახევარში იგეგმება უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ინტეგრირება, უკვე მოქმედ სასამართლო საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში. აღნიშნული ელექტრონული პროგრამა საშუალებას აძლევს როგორც მოსამართლეს, ასევე საქმეში მონაწილე მხარეებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს, თვალყური ადევნონ მიმდინარე საქმეებს საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

კონსტანტინე კუბლაშვილმა ასევე ისაუბრა ახალი ინიციატივის - თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის შესახებ.

აღნიშნულმა ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების უშუალო ჩართულობა. აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის ზრდა იქნება.

კონსტანტინე კუბლაშვილმა უპასუხა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლთა შეკითხვებსაც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს „მართლმსაჯულების მუზეუმი“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46