ბუტა რობაქიძის საქმე გახსნილად უახლოეს დროში გამოცხადდება - არჩილ კბილაშვილი

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 14:08

ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება დასრულების სტადიაშია და ის გახსნილად უახლოეს დროში გამოცხადდება, - ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გააკეთა.

არჩილ კბილაშვილის თქმით, საქმის გახსნილად გამოცხადებისთანავე დასახელდება ის თანამდებობის პირები, რომლებიც ამირან რობაქიძის მკვლელობასა და საქმის გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილები.

მთავარი პროკურორის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ასევე რამდენიმე გახმაურებული საქმის გამოძიება დასრულდება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ძმის შვილის ემზარ ივანაშვილის საქმე, რომელიც არჩევნებამდე პოლიციელის მოსყიდვის მცდელობის საქმეს ეხება.

გამოძიების შედეგები ასევე იმ საქმეზე გახდება ცნობილი, სადაც ალეკო ტაბატაძის გვარი ფიგურირებს.

მესამე საქმე, რაზეც კბილაშვილმა ისაუბრა, თენგიზ გუნავას საჩივარს ეხება, სადაც მან სამართალდამცველები ნარკოტიკების ჩადებაში დაადანაშაულა.

მთავარ პროკურორს ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია, თუ ვისი დანაშაულებრივი ქმედება იკვეთება ჩამოთვლილ საქმეებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4