ურჩი პატიმრების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი სანქციები გატარდება

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 13:23

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და რეაბილიტაციისათვის ხელის შეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად სააგენტო მიმართავს მის ხელთ არსებულ, კანონით დადგენილ ყველა საშუალებას, ხოლო მსჯავრდებულთა მხრიდან მათზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის იყენებს კანონმდებლობით დადგენილ სანქციებს.

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 5 თებერვალს წარდგინებით მიმართა სასამართლოს მსჯავრდებულ ვ. ჯ.-სათვის საზოგადოებისათვის სასრგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის სხვა სახის სასჯელით შეცვლის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული მსჯავრდებული ჯიუტად არიდებდა თავს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რითაც ხელს უშლიდა სასჯელის მიზნის განხორციელებას.

2012 წლიდან დღემდე, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ სასამართლოს მიმართა 325 წარდგინებით, საიდანაც 132 წარდგინება შეეხება პირობითი მსჯავრის გაუქმებას და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებას, 18 წარდგინება - გამოსაცდელი ვადის გაგრძელებას არაუმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო 175 წარდგინება - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლას.

პრობაციის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა მსჯავრდებულს პირნათლად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44