"თავისუფალი საქართველო" და "საბანკო და კერძო სესხებისგან დაზარალებულთა ლიგა” მოქალაქეების ბინებიდან გამოყრის აღსრულების შეჩერებას ითხოვს

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 12:25

”თავისუფალი საქართველო” და ”საბანკო და კერძო სესხებისგან დაზარალებულთა ლიგა” საქართველოს მოქალაქეების ბინებიდან გამოყრის აღსრულების შეჩერებას ითხოვენ და განცხადებას ავრცელებენ. 

 

"მიუხედავად ”თავისუფალი საქართველოსა” და საბანკო და კერძო იპოთეკარების კრედიტებით დაზარალებული ადამიანების მიერ სახელისუფლებო სტრუქტურებისადმი არაერთგზის მიმართვისა, პრობლემის გადაწყვეტა ჯერაც არ დაწყებულა. არადა დრო არ ითმენს, ვინაიდან 21-ე საუკუნის მევახშეები დაძრწიან და ჩვენს მოქალაეებს ერთადერთ საცხოვრებელ ბინებს ართმევენ.

კრედიტებით დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებთან მუშაობის პროცესში ჩატარებულმა პრაქტიკულმა საქმიანობამ, ბანკებისა და კერძო იპოთეკარების მხრიდან თაღლითობის უამრავი ფაქტი გამოავლინა. რაც ბევრი ოჯახისათვის უკვე საბედისწერო აღმოჩნდა.

”თავისუფალი საქართველო” და ”საბანკო და კერძო სესხებისგან დაზარალებულთა ლიგა” საქართველოს მოქალაქეების ბინებიდან გამოყრის აღსრულების შეჩერებას ითხოვს იმისათვის, რომ:

1. ისედაც გაწამებული, სესხებისგან დაზარებული ჩვენი მოქალაქეები ცივ ზამთარში გარეთ არ დავყაროთ;

2. მივცეთ პროკურატურას დრო, იმ საქმეების სრულყოფილად გამოსაკვლევად, სადაც მევახშეთა, შუამავალთა და ნოტარიუსთა ჯგეფური დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტების გადაცემული;

3. შესაძლებელი გახდეს, სააკაშვილის ანტიეკონომიკური პოლიტიკის შედეგად დაზარალებულ ამ ადამიანებზე გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა, მსგავსი სასოფლო - სამეურნეო, თუ ეკონომიკის აღორძინების სამთავრობო პროგრამებისა, რამდენადაც თითოეული მესაკუთრე ადამიანი, როგორც საკუთარი, ისე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერეა", - განცხადებას ხელს აწერენ: “თავისუფალი საქართველოს” გენელარული მდივანი – ალექსანდრე შალამბერიძე,  პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე – როინ პაპავა, ”საბანკო და კერძო სესხებისგან დაზარალებულთა ლიგა”– ნინო ყუშიტაშვილი, მელანო ხატიაშვილი, ლეილა ბაკუსი, ირინე მღვდელაძე, მზია ჯიბლაძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41