ზაქარია ქუცნაშვილი უმცირესობას დებატებში მონაწილებისკენ მოუწოდებს

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 11:46

ზაქარია ქუცნაშვილი უმცირესობას დებატებში მონაწილებისკენ მოუწოდებს და სთხოვს დაასაბუთონ, თუ რატომ არის მათთვის მიუღებელი საკონსტიტუციო ცვლილებები.

"გვინდა დავინახოთ უმცირესობა რას ფიქრობს, როგორ ფიქრობს და რით დაასაბუთებს იმას, აძლევს თუ არა ხმას ამ ცვლილებებს. ისინი გაიქცნენ საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატიდან იმ საბაბით, რომ მათ ვითომ არ მიეცათ არგუმენტების გამოთქმის საშუალება. მობრძანდით და დაუსაბუთეთ საზოგადოებას თუ გაქვთ რაიმე არგუმენტი ამ ცვლილებების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დებატები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც დაზუსტდება, თუ რა ფორმატით წარიმართება 8 თებერვალს სხდომაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. პარასკევს სხდომა 2 საათზე დაიწყება. მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე დასწრებას მთავრობა არ აპირებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45