პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დებატები გაიმართება

ოთხშაბათი, 06 თებერვალი, 2013 - 10:40

დღეს პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის პოლიტიკური დებატები გაიმართება. პოლიტიკოსები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასა და კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის მითითების ამოღებას ითვალისწინებს.

საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები უმრავლესობის ლიდერთა ინიციატივით მოეწყობა. პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ეძლევა. 

შეგახსენებთ, რომ დებატები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ხვალ ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც დაზუსტდება, თუ რა ფორმატით წარიმართება 8 თებერვალს სხდომაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. პარასკევს სხდომა 2 საათზე დაიწყება. მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე დასწრებას მთავრობა არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46