სამხატვრო აკადემიის სტუდენტები გამოფენას შარდენის ქუჩაზე ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებენ

სამშაბათი, 05 თებერვალი, 2013 - 19:30

დღეს, შარდენის ქუჩაზე სამხატვრო აკადემიის, დიზაინის ფაკულტეტის, ტექსტილის მიმართულების სტუდენტებმა თექაში შესრულებული საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. გამოფენა სამხატვრო აკადემიის გობელინის მუზეუმის წინ, ღია ცის ქვეშ მოეწყო. გამოფენა ორ თემად იყო დაყოფილი: ტრადიციულ სტილში შესრულებული პანოები ძველი ქართული ორნამენტის გამოყენებით და ძველი ქალაქის თემაზე შესრულებული პანოები, ასევე აქსესუარები.

"ჯეონიუსი" თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის შემსრულებელს და გამოფენის ერთ-ერთ ორგანიზატორს, თინათინ კლდიაშვილს ესაუბრა.

"დღეს არის წარმოდგენილი მესამე კურსელების საკურსო ნამუშევრები ანუ სემესტრული შედეგები. სტუდენტებმა ორი თემატიკით წარმოადგინეს ნამუშევრები. ეს არის ძველი თბილისის გაცოცხლება და ტრადიციაული კომპოზიციებით შესრულებული თექის პანოები. მივესალმები ამ წამოწყებას. ეს არის ძალიან დიდი დამსახურება თვითონ პედაგოგების, რომლებმაც ასე შეაყვარეს ეს მასალა სტუდენტებს და მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ ეს საკურსო ნამუშევრები ასე მასშტაბურად წარმოედგინათ დღეს დამთვალიერებლებისთვის"-აღნიშნა თინათინ კლდიაშვილმა.

სტუდენტები ნამუშევრებზე სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

"გვიხარია, რომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს გამოფენის მოწყობის და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება მოგვეცა. ამ ნამუშევრებით გვინდოდა გადმოგვეცა ის დადებითი ემოცია, რასაც იწვევს ჩვენში ქართული თექა, ძველი თბილისი და ქართული შემოქმედება. ეს ნამუშევრები და ორნამენტული პანოები ძველი ქალაქის თემით გავაერთიანეთ", - აღნიშნა აკადემიის სტუდენტმა და გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ მაისურაძემ.

გამოფენა მსგავსი სახით საქართველოში პირველად ჩატარდა და მას ანალოგი არ აქვს. საგამოფენო სივრცედ შარდენის ქუჩა იმიტომ შეირჩა, რომ ეს გარემო გამოფენის თემატიკასთან კარგად არის შერწყმული.

გამოფენა ორ დღეს გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39