მარიკა ვერულაშვილმა ნაციონალების ფრაქცია დატოვა

სამშაბათი, 05 თებერვალი, 2013 - 19:11

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია კიდევ ერთმა დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა დატოვა. შესაბამისი განცხადებით მან დღეს პარლამენტის ბიუროს მიმართა. ვერულაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ფრაქცია "რეგიონებს" ტოვებს.

"გავდივარ "ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების" რიგებიდან", - ნათქვამია ვერულაშვილის მიმართვაში, რომელიც 4 თებერვლით თარიღდება.

ვერულაშვილი მიმართვაში ფრაქციიდან გასვლის მიზეზს არ ასახელებს და არც იმას აფიქსირებს, თუ რომელ ფრაქციაში აპირებს გადასვლას.

შეგახსენებთ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის გახსნიდან ანუ 21 ოქტომბრიდან, დღემდე უმცირესობის ფრაქცია 9 დეპუტატმა დატოვა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46