"ქართული ოცნებიდან" გარიცხული უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებს

სამშაბათი, 05 თებერვალი, 2013 - 18:51

"ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის პარტიიდან გარიცხული ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ალექსანდრე ბერიძე აცხადებს, მზად არის ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს და საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. 

ალექსანდრე ბერიძე უკვე მესამე დღეა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შიმშილობს. მას სოლიდარობას უცხადებენ რუსთავის პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ისინი დავით საგანელიძის მიერ ე.წ. ჩანერგილებზე გაკეთებული განცხადების შემდეგ პარტიის ლიდერებისგან კონკრეტულ მტკიცებულებებს და ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.

ალექსანდრე ბერიძე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" რუსთავის ადგილობრივი ორგანიზაციის დამფუძნებელია. ორგანიზაციის დამფუძნებელთან ერთად, პარტიიდან მისი მოადგილე და მდივანი  ბესიკ ღალაღანია და ირაკლი ნანეტაშვილიც გარიცხეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5