ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულებ მსჯავრდებულებს მკურნალობა ნებაყოფლობით ჩაუტარდებათ

სამშაბათი, 05 თებერვალი, 2013 - 18:26

საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში სამედიცინო დეპარტამენტისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებს შორის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს სასჯელაღსრულების სისტემაში ფსიქოტროპულ პრეპარატებზე დამოკიდებულ მსჯავრდებულთა მკურნალობის და რეაბილიტაციის საკითხი, ფსიქოტროპული პრეპარატების მოხმარების შემცირების შესაძლებლობა და აღნიშნული პროცესის მართვა.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ ნარკოლოგებთან, ფსიქიატრებთან, ფარმაკოლოგებთან, ფსიქოლოგებთან და ალგოლოგებთან ერთად შემუშავდა პროტოკოლი, რომლის საშუალებითაც მოხდება ფსიქოტროპული დამოკიდებულების შემცირება და დაძლევა.

პროტოკოლის განხორციელებას უზრუნველყოფენ შესაბამისი პროფილის და გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულების მკურნალობა მსჯავრდებულებს ჩაუტარდებათ ნებაყოფლობით. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი გამოთქვამს მზაობას პრობლემის მოსაგვარებლად სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობაზე.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45