ZF-ის შეხვედრა საქართველოში პირველად გაიმართება

სამშაბათი, 05 თებერვალი, 2013 - 18:15

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ავტოსათადარიგო ნაწილების მსოფლიო ბრენდ ZF-ის სამუშაო შეხვედრა (kick-off) 6 თებერვალს გაიმართება. შეხვედრაზე მოხდება სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრებისათვის კომპანიის სიახლეების გაცნობა, გასული წლის შეფასება, სტრატეგიული განვითარების საკითხების განხილვა და 2013 წლის სამომავლო გეგმების დასახვა. ღონისძიების ფარგლებში, მადლობის ნიშნად, დაჯილდოვდებიან ZF-ის წარმატებული კლიენტი და პარტნიორი კომპანიების ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლები.

კონცერნი ZF-ის სათაო ოფისი გერმანიაშია, ტრადიციული kick-off შეხვედრა კი ყოველ წელს უკრაინაში, კიევში იმართებოდა. კომპანია „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით, 2013 წლის შეხვედრა, პირველად ZF-ის ისტორიაში, საქართველოში ჩატარდება.

სპეციალურად ამ შეხვედრისთვის საქართველოს ვიზიტით ესტუმრნენ საავტომობილო სფეროში მოღვაწე მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ტოპ მენეჯმენტის წამომადგენლები გერმანიიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, მოლდოვადან და სხვა...

„თეგეტა მოტორსი“ ZF-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.

,

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5