საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო

სამშაბათი, 05 თებერვალი, 2013 - 17:47

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, თავდაცვის უწყებამ დღეს საინფორმაციო კამპანია დაიწყო. სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები და სამხედრო მოსამსახურეები მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას საკონტრაქტო სამსახურის პირობებს პირადად გააცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებსა და ბიულეტენებს დაურიგებენ.

დღესვე, მასმედიის წარმომადგენლები ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ, სადაც რეკრუტები ძირითად საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან. ჟურნალისტებს მეგზურობა სასწავლო ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ გაუწია და რეკრუტების მიღების პროცესი გააცნო. ჟურნალისტებმა სასწავლო ცენტრში სასწავლო აუდიტორია, სიმულაციების ცენტრი და ყაზარმები დაათვალიერეს.

„სასწავლო ცენტრში რეკრუტები ძირითად სამხედრო მომზადების კურსს გაივლიან. ეს კურსი 12 კვირას მოიცავს. 9 კვირა ინდივიდუალური მომზადებას დაეთმობა, ხოლო 3 კვირა - სპეციალიზებულ მომზადებას. სამკვირიან მომზადებაში შედის - ტანსკაწინააღმდეგო ხელის ყუმბარტმყორცნელის მომზადება, ავტომატური დაზგიანი ყუმბარტმყორცნელის გათვლის ნომრის მომზადება, მეტყვიამფრქვევის მომზადება, ლულისქვეშა მეტყვიამფრქვევის მომზადება. ცხრაკვირის განმავლობაში რეკრუტი იმ დონეზე დაეუფლება სროლას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ჯარისკაცი, როგორც ერთეული მებრძოლი“ - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ბერიამ.

საწყისი საბრძოლო მომზადება მარტში დაიწყება. კურსის დასრულების შემდეგ, მომავალი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5