გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი კიდევ დაიკითხებიან

სამშაბათი, 05 თებერვალი, 2013 - 16:22

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით, თბილისის მერი გიგი უგულავას და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა პროკურატურას შესაძლოა, სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც მოუწიოს.

პროკურორის განცხადებით, უგულავა და მერაბიშვილი სხვადასხვა საქმეებზე დაიკითხებიან. კბილაშვილის თქმით, უგულავა „თბილსერვის“ ჯგუფთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა, ასევე დაიკითხება რიყის თემაზე და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მუშაკების საზღაურის აღების ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ანალოგიური სიტუაციაა ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაშიც. მან აღნიშნა, რომ ეს არ არის ბოლო საქმეები, რაზეც ისინი დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა მერიაში 2 თებერვალს, "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დაკითხეს. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი 2012 წლის დეკემბერში ყალბი პასპორტის საქმეზე ორჯერ დაიკითხა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41