პრემიერის პრესკონფერენციის პარალელურად, ბათუმიდან ჩამოსულებმა შერატონთან აქცია გამართეს

სამშაბათი, 05 თებერვალი, 2013 - 14:47

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შემაჯამებელი პრესკომფერენციის პარალელურად, "შერატონ მეტეხი პალასის" წინ აქცია მიმდინარეობდა. ბათუმიდან ჩამოსული აქციის მონაწილეები დაპირებული გრძელვადიანი, დაბალ პროცენტიანი  კრედიტების გაცემას მოითხოვენ. მათი თქმით, მთავრობა  პრობლემის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა პასუხად მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის,"მზრუნველის" ხელმძღვანელმა და აქციის ორგანიზატორმა ლილი მორჩაძემ "ჯეონიუსს" განუცხადა,  მთავრობა პრობლემის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა აჭარაში ხალხის გამოსახლების პროცესი დაიწყო.

მორჩაძის განცხადებით, საჭიროა ცენტრალური ხელისუფლების ქმედებები, რადგნ აჭარის მთავრობას კრედიტორთა პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტა არ შეუძლია.

აქციის მონაწილეები შერატონიდან სამთავრობო კანცელარიასთან გადაინაცვლებენ, სადაც მსგავსი მოთხოვნით შეკრებილ აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან და სოლიდარობას გამოუცხადებენ თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც ბანკებთან დავალიანები გამო, ბინებიდან გასახლება ემუქრებათ.

აქციის ორგანიზატორის განცხადებით, აქციები მომავალში ბათუმში გაიმათება და მაშტაბურ ხასიათს მიღებს.

                                                                                                                მირანდა ჭარხალაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57