ბიუჯეტის გაზრდა წინა ხელისუფლების გაუაზრებელი ხარჯების შემცირების ხარჯზე მოხდა - ბიძინა ივანიშვილი

სამშაბათი, 05 თებერვალი, 2013 - 14:59

პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალმა მთავრობამ კარგი ბიუჯეტი მიიღო.

საქართველოს ბიუჯეტის გაზრდა კი, მისი თქმით, წინა ხელისუფლების გაუაზრებელი ხარჯების შემცირების ხარჯზე მოხდა.

ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტული ციფრებიც დაასახელა. "2012 წელთან შედარებით ჯანდაცვის ბიუჯეტი პირველად საქართველოს ისტორიაში გაორმაგდა", - განაცხადა ივანიშვილმა. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ თუ 2012 წელს ჯანდაცვის პროგრამებისათვის გამოყოფილი იყო 359 მილიონი ლარი, 2013 წელს ეს რიცხვი 633 მლნ ლარამდე გაიზარდა.

"2012 წელს დაზღვევის პროგრამებზე გამოყოფილი იყო 166 მლნ ლარი, 2013 წელს იგი 304 % -ით გაიზარდა და 505 000 ლარზე მეტი შეადგინა."- ამბობს პრემიერ-მინისტრი.

ბიძინა ივანიშვილმა დაზღვევის პაკეტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა 1 თებერვლიდან მინიმალური სადაზღვევო პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო 1 ივლისიდან საბაზისო სადაზღვევო პაკეტს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46