იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრებს ვადამდე უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეთ - ჯანი ბუკიკიო

სამშაბათი, 05 თებერვალი, 2013 - 14:20

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიო მიესალმა  პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრების შემდეგ გამოთქმულ მოსაზრებას ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ  და გაითვალისწინონ მისი რეკომენდაციები ახალი კონსტიტუციის მომზადების პროცესში. ასევე, მიესალმება იმ ფაქტს, რომ პარლამენტის მიერ დანიშნულ იქნება მეკავშირე ოფიცერი ვენეციის კომისიასთან დიალოგის ხელშეწყობის მიზნით.

აცნობიერებს რა უმრავლესობის საჭიროებას შეასრულონ ამომრჩევლებისათვის მიცემული დაპირება, ბუკიკიომ გააკეთა მოწოდება ნაჩქარევი რეფორმების საფრთხესთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ფართო კონსენსუსის აუცილებლობას,

კონკრეტულად საკონსტიტუციონ ცვლილებეთან დაკავშირებით.არსებობდა სიღრმისეული საკონსტიტუციო რეფორმის მოთხოვნა, რათა გაწონასწორდეს და დაბალანსდეს საპრეზიდენტო ძალაუფლება, რისი დეფიციტიც არსებობდა 2004 წლის კონსტიტუციის მიხედვით და რა მიზეზითაც ის გაკრიტიკებულ იქნა ვენციის კომისიის მხრიდან.

ამგვარი საკონსტიტუციო რეფორმა უნდა განხორციელდეს საგულდაგულო დაფიქრებისა და ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან სათანადო კონსულტაციის შემდგომ. მხოლოდ ასეთნაირად იქნება შესაძლებელი პროცესის საბოლოო მიზნის მიღწევა, რასაც წარმოადგენს კონსტიტუცია, რომელიც გააერთიანებს და არ დაყოფს ქართველ ხალხს.

რაც შეეხება ფართო განხილვის საგანს - უახლოეს მომავალში მისაღებ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ბუკიკიომ მისაღებად ჩათვალა, რომ შესაძლოა არსებობდეს გადაუდებელი აუცილებლობა მათი მიღების 2013 წლის ოქტომბრამდე, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობისა და პარლამენტის სტაბილურობის მიზნით. მან განაცხადა, რომ ის არ ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტის ძალაუფლების შეკვეცას პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშნვასთან დაკავშირებით, რაც თავის დროზე გაკრიტიკებულ იქნა ვენეციის კომისიის მიერ.

ბუკიკიომ, მუხედავად ზემო აღნიშნულისა, მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს დაბალანსებული, წესებსა და პატივისცემაზე დამყარებული კოაბიტაცია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. 

რაც შეეხება ცვლილებებს საერთო სასამრთლოების კანონში და ამნისტიის კანონს, ბუკიკიომ განმარტა, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩამოვლენ საქართველოში 6-7 თებერვალს, რათა გამართონ ტექნიკური ხასიათის შეხვედრები კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებთან 2013 წლის მარტისათვის კომისიის მოსაზრების მოსამზადებლად. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონის აუცილებელი რეფორმისას უნდა იყოს გათვალისწინებული კანონის უზენაესობა, რაც გულისხმობს რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი წევრების უმრავლესობის უფლებამოსილება არ უნდა შეწყდეს მათი მანდატის ვადის დასარულამდე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39