პრემიერ-მინისტრი ხვალ მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 20:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და ახალი მთავრობის ფორმირებიდან გასულ 100-დღიანი პერიოდს შეაჯამებს.

ივანიშვილი სხვადასხვა მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს, შემდეგ კი  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

ივანიშვილი პრემიერის რანგში რიგით მე-4 პრესკონფერენციას მართავს.

პრესკონფერენცია ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.84
  • 3.18
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44