კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ნაცმოძრაობის დეპუტატების განწყობაზეა დამოკიდებული - სოსო ცისკარიშვილი

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 19:39

შეიტანენ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილებებს, ეს მთლიანად ნაციონალური მოძრაობის მიერ პარლამენტში გაყვანილი დეპუტატებს განწყობაზეა დამოკიდებული, - ასეთ შეფასებას აკეთებს "ჯეონიუსთან" საუბრისას პოლიტიკური ექსპერტი, სოსო ცისკარისვილი, "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისა და მოვლენების შესაძლო განვითარების შეფასებისას.

"ჯეონიუსის" კითხვაზე,იქნება თუ არა ქვეყნისთვის, სახელმწიფო მოწყობის ცვლილება უმჯობესი, პოლიტ-ექსპერტი განმარტავს, რომ ეს დიდი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, სადაც აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკური გამოცდილების გაზიარება.

"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ პრაქტიკულად საქართველოს საპრეზიდენტო მმართველობის არანაირი გამოცდილება არ აქვს. ჩვენი მოსახლეობის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული, სამივე პრეზიდენტი როგორც კი ქვეყანას შეექმნებოდა საფრთხე პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებისა, ხალხის მიერ არჩეული ლიდერები მაშინვე გადაიქცეეოდნენ საკუთარი პოლიტიკური პარტიის ლიდერებად და სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, პარტიის ინტერესებს აყენებდნენ. შედეგიც სახეზეა, - ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო კონსტიტუციური ვადის ბოლომდე ძალაუფლების შენარჩუნება", - განაცხადა ექსპერტმა.

სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს და თუკი ეს საჭიროა, ქვეყნის მთავარ სამართლებრივ დოკუმენტში ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

"დაიღალა კონსტიტუცია ამდენი ცვლილებისგან. სასურველია, თუ რაიმე სჭირს კონსტიტუციას, ეს უნდა იყოს ფუნდამენტური რეფორმის საგანი. არსებული კონსტიტუცია შექმნილია სააკაშვილი კომისიის მიერ. ამ ყველაფრის უკუღმართობა კი ის არის, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო საპრეზიდენტო ვადის შესრულება და ადრე გადადგა. კონსტიტუციური ვადის გასვლის შემდეგაც ისე არის ჩაბღაუჭებული საკუთარ სავარძელს, რომ საკუთარ თავს როგორც ჩანს უსასრულობამდე ხედავს, მიუხედავად იმისა, ღიად აფიქსირებს, რომ ოპოზიციაშია" - აცხადებს ცისკარიშვილი.

                                                                                                              მირანდა ჭარხალაშვილი

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5