კუდ-ის თანამშრომელზე ძებნა გამოცხადდა

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 20:02

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელ ილია ნატროშვილზე უფლებამოსილების გადამეტების, თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით ძებნაა გამოცხადებული. სისხლის სამართლის საქმე 177-ე, 333-ე და 180-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული  - ინფორმაცია ქიზიყი.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.

„ილია ნატროშვილზე ძებნაა გამოცხადებული, უფლებამოსილების გადამეტების, თაღლითობისა და ქურდობის მუხლით. ინფორმაცია მისი დაკავების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება. ილია ნატროშვილი არც დაუკავებიათ. არც დაკითხვაზე დაუბარებიათ,“ – აღნიშნა გიორგობიანმა.

მისი განმარტებით, დედოფლისწყაროს კუდ-ის კიდევ ერთი თანამშრომლის, სოსო ბენაშვილის მისამართით ბრალდებები არ არსებობს.  ერთ-ერთი ვერსიით, წინასაარჩევნო პერიოდში ნატროშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ცალკეულ პიროვნებებზე მუქარას და ზეწოლას ახორციელებდა. დედოფლისწყაროში საუბრობენ, რომ ნატროშვილი მეწარმეებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქონების ჩამორთმევით ემუქრებოდა. სხვა დეტალები შსს-ს პრესსამსახურში არ დააკონკრეტეს.

ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, სასამართლომ ნატროშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ილია ნატროშვილის ოჯახი ადასტურებს, რომ ის ქვეყანაში არ იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46