პატიმრებს დღეიდან ევროპული სტანდარტებით გამოკვებავენ

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 19:47

დღეიდან ძალაში შევიდა ბრალდებულთა და მსჯავდებულთა კვების ახალი სტანდარტი. გაუმჯობესებული სტანდარტი მომდევნო კვირიდან სრული დატვირთვით ამუშავდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

კვების ახალ რაციონში შესული ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“.

ძირითადი განსხვავები ძველსა და ახალ კვების რაციონებს შორის ასეთია:

1. ახალ სტანდარტში კალორიები შეესაბამება ევროპულ სტანდარტს - დაბალი, საშუალო და მაღალი ფიზიკური აქტივობის კატეგორიებისთვის.

2. შექმნილია სხვადასხვა ჯგუფებზე მორგებული 11 განსხვავებული მენიუ (დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფთათვის, ნახევრადღია და ღია ტიპის დაწესებულებებისთვის, ქალი მსჯავდებულებისთვის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის, არასრულწლოვანთათვის, დიაბეტით დაავადებულთათვის, სამკურნალო დაწესებულებაში მყოფთათვის, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებით დაავადებულთათვის, ღვიძლით დაავადებულთათვის და პოსტოპერაციულ მდგომარეობაში მყოფ მსჯავდებულთათვის)

3. ახალი სტანდარტი მოიცავს 12 ისეთ პროდუქტს, რომელიც აქამდე მსჯავდებულთა კვების რაციონში საერთოდ არ შედიოდა.

4. ძველი სტანდარტში კალორაჟი ძირითადად უზრუნველყოფილი იყო იყო პურ-პროდუქტების, ცხიმების და პარკოსნების ხარჯზე. აღნიშნული პროდუქტები შენარჩუნებულია ახალ მენიუშიც, თუმცა გაზრდილია ხორცის და რძის ნაწარმის წილი.

ახალი სტანდარტი სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, დიეტოლოგების და ჰიგიენის ინსტიტუტის ერთობლივი მუშაობის პროდუქტია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41