„ტფილისის ჰამქარი“ ხვალ კონფერენციას გამართავს

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 19:42

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „ტფილისის ჰამქარი“ გამართავს კონფერენციას “ურბანული მემკვიდრეობა პრობლემები და პერსპექტივები“. კონფერენცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ეწყობა პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა საქართველოში“ ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, ურბანული მემკვიდრეობის ექსპერტები, არქიტექტორები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია შეაფასოს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებული პროცესები თბილისის, ბათუმის და თელავის მაგალითზე; წარმოაჩინოს არსებული პრობლემატიკა და პერსპექტივები ურბანული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, რათა ხელი შეეწყოს ისტორიული ქალაქების სწორი მართვის სისტემის შემუშავებას.

კონფერენციის პარალელურად გაიმართება ფოტოგამოფენა "აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია".

კონფერენცია ხვალ, 13 საათზე გაიხსნება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46