გოგა ხაჩიძე: "დარგე ნაციონალი, გააწითლე ქართული ოცნება"

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 18:52

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე "ქართულ ოცნებაში" ნაციონალების ჩანერგვას" საკუთარ თავზე იღებს და facebook-ით "ქართულ ოცნებას" პასუხობს. "2012 წლის შემოდგომა იდგა...

გარემოს დაცვის სამინისტრო, სართიჭალის სანერგე მეურნეობიდან მოწოდებული ნერგებით, ქალაქის სხვადასხვა უბანში, აქციას ვატარებდით.

"დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო" -ასე ერქვა აქციას. ერთ-ერთ უბანში ვიყავით და ფიჭვის ნერგებს ვრგავდით, როდესაც ჩემს მობილურზე ვანო მერაბიშვილის იდუმალი ზარი გაისმა...

-გისმენ პატივცემულო!

-რას აკეთებ?!...

-ფიჭვის ნერგებს ვრგავ...

-კარგი, შეეშვი ახლა მაგას, უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს!...

-კონკრეტულად?...

-სასწრაფოდ აიღე ნიჩაბი, იპოვე რამოდენიმე სანდო კაცი და სასწრაფოდ დაიწყეთ "ქართულ ოცნებაში" ნაციონალების ჩანერგვა! გასაგებია?!...

-გასაგებია! უახლოეს ერთ კვირაში რამდენიმე ათას ნაციონალს ჩავნერგავთ!...

- იმოქმედეთ!...საიდუმლო აქციის კოდური სახელწოდება იყო: "დარგე ნაციონალი, გააწითლე ქართული ოცნება"

აი, ასე დაიწყო ყველაფერი... - წერს გოგა ხაჩიძე facebook-ზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46