რუსულ-ქართული ჟურნალისტიკური სკოლის გახსნას აქციით შეხვდნენ

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 18:23

დღეს რუსულ-ქართული ჟურნალისტური სკოლა გაიხსნა. სკოლის გახსნა სამოქალაქო სექტორის ნაწილმა გააპროტესტა და სასტუმროში, სადაც ტრენინგი ტარდებოდა, აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მალევე დაიშალნენ, აქციაზე იმყოფებოდა ჯურნალისტი ოლეგ პანფილოვი.

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში რუსული მედიის წარმომადგენლები - საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“, რადიო „მაიაკის“, ჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“, გაზეთ „მოსკოვსკიე ნოვოსტის“, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „ვესტნიკ კავკაზას“ ჟურნალისტები ქართველი კოლეგებისათვის ჩაატარებენ ტრენინგებსა და მასტერ-კლასებს უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და მულტიმედიური მასალების შექმნაში.

სკოლას აფინანსებს ცენტრი “ჩრდილოეთი-სამხრეთი”. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსეი ვლასოვის განმარტებით, ეს არასამთავრობო ორგანიზაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლებთან (ჟურნალისტები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები) პროფესიული ურთიერთობის დამყარება.

ცენტრმა მსგავსი ტრენინგები უკვე ჩაატარა ბაქოსა და ერევანში. ვლასოვის თქმით, საქართველოში ტრენინგის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, დაიგეგმება წლის ბოლომდე სხვა სპეციალობის წარმომადგენლებისთვის ორი ტრენინგის ჩატარებაც. ორგანიზაცია “ჩრდილოეთი-სამხრეთი” მსგავსი ტრენინგების ჩატარებას უზბეკეთსა და ყირგიზეთშიც აპირებს. სკოლაში სწავლების შემაჯამებელ დღეს გამოცხადდება კონკურსის პირობები ესეს შესაქმნელად, რის შემდეგ სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, საქართველოს საუკეთესო ჟურნალისტები 2013 წლის ბოლოს შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ჟურნალისტთა რეგიონულ სკოლაში, ქალაქ სოჭში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4