ოქრუაშვილს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა - გოგლა ჟვანია

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 17:21

გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს და უახლოეს ხანში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, განაცხადა ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძმამ და კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გოგლა ჟვანიამ.

"საზოგადოებაში ამ საქმეზე დიდი ინტერესია, მინდა გითხრათ, რომ 8 წლის განმავლობაში ეს საქმე გაჩერებული იყო. ახლა პროკურატურა მუშაობს ამ საკითხზე, არის ახალი დეტალები და უახლოეს დღეებში ყველაფერი ნათელი გახდება საზოგადოებისთვის. გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ, მისი ოჯახის წევრებს, არა ერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ ხელისუფლება ცდილობდა ამ ფაქტების მიჩქმალვას, ექსპერტიზის დასკვნა კი იყო არასწორად თარგმნილი" , - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

როგორც გოგლა ჟვანიამ განაცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს, თუმცა საქმის გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით უნდა დაიკითხონ ყოფილი პრემიერის თანაგუნდელები, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი.

"ჯეონიუსის" კითხვაზე,  იქონიებს თუ არა გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენას ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, გოგლა ჟვანია განმარტავს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის  და საქმეში არსებობს უმრავი დეტალი, რომელიც ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერი მოკლულია.

მისივე განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, ვინაიდან მისი ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

"ოქრუაშვილის განცხადებები ურთიერთგამიმრიცხავია. თუკი მან 2007 წელს განაცხადა რომ ზურას ცხედარი მიტანილი იყო იმ ბინაში, მაშინ მას მოუწევს ახსნას თავის განცხადების შინაარსი", - განაცხადა ყოფილი პრემიერის ძმამ.

შეგახსენებთ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა რომ "ზურაბ ჟვანია არ მოუკლავთ". მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურის წარმომადგენლებს ესაურა და უახლოეს დღეებში ჩვენებასაც მისცემს. ოქრუაშვილისვე განმარტებით, "შორს არ იქნება ის დრო, როდესაც გამოაცხადებენ ამ საქმეს გახსნილად".

                                                                                                                     მირანდა ჭარხალაშვილი

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45