თუ რამის გაკეთება შეუძლიათ, აგერ ბურთი და მოედანი - დავით ბაქრაძე

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 15:53

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ განცხადებაში რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა.

მისი თქმით, პირველი ისაა, რომ მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა და პარლამენტის წევრებზე განხორციელებული შანტაჟის მიუხედავად, უმრავლესობამ ვერ შეძლო საკონსტიტუციო კვორუმის შეგროვება, ხოლო მეორე ტენდენცია ისაა, რომ სატელევიზიო გამოსვლაში ულტიმატუმის სახით ესაუბრებოდნენ ოპოზიციას.

 "პირველი ტენდენცია რომელიც ნათლად გამოჩნდა მთელი ამ დრამატიზმით და ტრაგიზმით აღსავსე წინადადებების უკან იყო ის, რომ მიუხედავად პირდაპირი შანტაჟისა პარლამენტის წევრებზე, მიუხედავად ყველა იმ ბერკეტისა, რომელზეც გულწრფელად საუბრობდა უმრავლესობის ლიდერი და რომელიც მათ უკვე გამოიყენეს წინა კვირების განმავლობაში, საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო კვორუმის მოგროვება. მეორე, რაც ნათლად გამოიკვეთა ამ გამოსვლაში, სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა ვერ შეძლეს თავი შეეკავებინათ პირდაპირი მუქარისგან, პირდაპირი შანტაჟისგან და ზეწოლისგან და ის ფორმა, რომლითაც ისინი მიმართავდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, ჩვენი მისამართით დაყენებული ულტიმატუმია. ასეთი ფორმით და ულტიმატუმემის ენით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით,  მთავრობა ცდილობს ისეთი სურათი დაუხატოს მოსახლეობას, თითქოს მთავრობას ხელი ეშლება მუშაობაში და ვერ ასრულებენ საკუთარ დაპირებებს.

"იმის გამო, რომ არსებობს დათხოვნის საფრთხე, არსებობს მზაკვრული მსოფლიო გეგმა და თურმე ამის გამო ეს შეშფოთებული და შეშინებული მთავრობა ვეღარ ახერხებს საკუთარი დაპირებების შესრულებას, მინდა მკაფიოდ ვუთხრა ჩვენს მოსახლეობასაც და დავამშვიდო ჩვენი მთავრობაც, არანაირი მზაკვრული გეგმა არ არსებობს, არავინ არ აპირებს მთავრობის მუშაობაში ხელის შეშლას და თუ რამის გაკეთება შეუძლიათ ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, აგერ ბურთი და მოედანი", - აღნიშნა ბაქრაზემ.

ბაქრაძე უმრავლესობას კონსტიტუციის იმ ნაწილის ამოქმედებას სთავაზობს,  რომლითაც 3/4 განისაზღვრება საკონსტიტუციო ქვორუმი, რაც, მისივე თქმით,  დეპუტატების გადაბირების პრობლემას მოხსნის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5