საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები თუ ვერ მოგროვდა, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ დარჩება - თინა ხიდაშელი

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 15:57

ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ განსაკუთრებულ ძალისხმევას არ ვდებთ იმაში რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობა მოვაგროვოთ, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული  საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა და რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა.

 "მომავალ კვირას იქნება კენჭისყრა და ყველა ერთად ვნახავთ, რამდენი ხმა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ განსაკუთრებულ ძალისხმევას არ ვდებთ იმაში, რომ უმრავლესობა მოვაგროვოთ, რადგან ეს ცვლილებები ქართულ ოცნებას არაფერში არ სჭირდება, ეს ცვლილებები სჭირდება ქვეყანას, შესაბამისად, თითოეული ნაციონალი დეპუტატი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას,  ხმა მისცეს ქვეყანას, თუ  მიხეილ სააკაშვილის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელიც მას ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის შეიძლება დასჭირდეს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 "ჯეონიუსის"კითხვაზე, როგორ განვითარდება მოვლენები, თუკი პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა უმრავლესობას ვერ მოაგროვებს, ხიდაშელმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, ქვეყანაში დარჩება ისევ საპრეზიდენტო მმართველობა.

"დარჩება იგივე და ქვეყანა დარჩება პოლიტიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას აიღებს სათითაოდ ყველა პარლამენტის წევრი", - განაცხადა ხიდაშელმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის არასაკმარისი ხმების ირგვლივ გაჩენილ კითხვებს, ხიდასლმა დღეს, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

                                                                                                               მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45