კოალიციიდან გარიცხულმა პირებმა აქცია გამართეს

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 15:46

 "ქართული ოცნების" თბილისის ოფისთან კოალიციის რიგებიდან გარიცხულმა პირებმა აქცია გამართეს. კოალიციის რუსთავის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბერიძე პარტიის ყოფილ წევრებთან ერთად შიმშილობას განაგრძობს.

აქციის მონაწილეებსა და მანანა კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ქართული ოცნების ყოფილმა წევრებმა მანანა კობახიძისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ კეთდებოდა ბოლო პერიოდში ქართული ოცნების წევრებისა და მხარდამჭერების მისამართით დამამცირებელი განცხადებები,  თითქოს ისინი არიან პარტიაში ჩანერგილები და ნაციონალური მოძრაობის აგენტები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ახსნა-განმარტებას ვერ მიიღებენ ალექსანდრე ბერიძეს შეუერთდებიან და შიმშილობის აქციას დაიწყებენ.

მანანა კობახიძის განცხადებით, ბერიძის პარტიიდან გარიცხვა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება იყო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44