სამინისტრო დაბალ კრიმინოგენულ სიტუაციას ინარჩუნებს - ირაკლი ღარიბაშვილი

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 13:52

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ამნისტირებული მსჯავრდებულებიდან არცერთ მათგანს, განმეორებითი დანაშაული არ ჩაუდენია და სამინისტრო დაბალ კრიმინოგენულ სიტუაციას ინარჩუნებს.

"მიუხედავად უპრეცედენტო შეწყალებისა და განხორციელებული ამნისტიისა, სამინისტრომ შეინარჩუნა დაბალი კრიმინოგენული სიტუაცია და კიდევ უფრო აძლიერებს ამ კუთხით მუშაობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამის შესახებ შსს-ს მინისტრმა სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 31 იანვრის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 5 332-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5