პრემიერ-მინისტრს ცეკავშირის დამფუძნებელი წევრები და მეპაიეები დახმარებისთვის მიმართავენ

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 13:44

პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს  ცეკავშირის დამფუძნებელი წევრების წარმომადგენლები და მეპაიეები დახმარებისთვის მიმართავენ. "ჯეონიუსი" მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"თქვენთვის კარგადაა ცნობილი საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის – ცეკავშირის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, განსაკუთრებით სოფლის აღორძინებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში, რაც ხორციელდებოდა მრავალდარგოვანი კოოპერატივების მეშვეობით.

წინა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მხრიდან სამომხმარებლო კოოპერაციისადმი ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, რაც გამოიხატა კანონმდებლობის უხეში დარღვევით კოოპერაციის ქონების მნიშვნელოვანი და საუკეთესო ნაწილის (ვაჭრობის, სამრეწველო, საწარმოო, კვების, დამზადება-გადამუშავება-რეალიზაციის, სამშენებლო, სატრანსპორტო, სამეცნიერო მომსახურების, საგანმანათლებლო, დასასვენებელი და ა.შ. ობიექტები) მითვისება - მიტაცებაში, კოოპერაციული დემოკრატიის პრინციპების უგულვებელყოფით ცეკავშირის ხელმძღვანელ თანამდებობებზე არაპროფესიონალი, კოოპერაციისადმი არაკეთილგანწყობილი, უპირატესად პირადი გამორჩენის სურვილით შეპყრობილი პირების მოვლინებაში, სამართლის მიღწევის შეუძლებლობაში. ყოველივე ამან კოოპორგანიზაციები ლიკვიდაციის ზღვარზე მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებულ პროცესებს ვეწინააღმდეგებოდით, სასურველს კი არა, მინიმალურ შედეგებსაც ვერ ვაღწევდით.

სახელისუფლებო ცვლილებებმა რწმენა და იმედი დაგვიბრუნა. თვალ-ყურს ვადევნებთ მიმდინარე პროცესებს, ვხედავთ ჩვენი სისტემის ორგანიზაციების ადგილს სოფლის აღორძინებასთან დაკავშირებით თქვენი პროგრამის განხორციელებაში, იმედი გვაქვს შენარჩუნებული ქონების, კოოპერატორთა გამოცდილების და საქმიანი ურთიერთკავშირების, სამართლიანი სასამართლოს პირობებში გარკვეული ქონების შესაძლო დაბრუნების. ჩვენი ენთუზიაზმისა და თქვენთვის ჩვეული კანონიერი მხარდაჭერის შემთხვევაში, გაქრობას გადაურჩება მსოფლიოში ერთერთი უძველესი, საუკეთესო წარსულის, ტრადიციების მქონე, ქველმოქმედი საზოგადოებრივ სამეურნეო ორგანიზაცია, რომლის ძირეული რგოლის პირველი წესდება დიდი ილია ჭავჭავაძის მიერაა ხელმოწერილი და ნაშუამდგომლები მეფისნაცვლის წინაშე 1868 წელს.

თქვენი ხელისუფლებაში მოსვლით ვხედავთ კოოპერაციის მომავალს. ამიტომ, ცეკავშირის დამფუძნებელი წევრების წარმომადგენლებმა და მეპაიეებმა, მ.შ. დევნილობაში მყოფებმაც, შევაფასეთ რა სამომხმარებლო კოოპერაციის სისტემაში შექმნილი ვითარება საგანგაშოდ, საგანგებოდ მოვიწვიეთ ყრილობა 2013 წლის 30 იანვარს, გამოვუცხადეთ უნდობლობა ცეკავშირის გამგეობას და მის თავმჯდომარეს როინ ადამაძეს, ავირჩიეთ მართვისა და კონტროლის ახალი ორგანოები, ცეკავშირის საბჭო და სარევიზიო კომისია. გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულია მამია ჭუმბურიძე.

ყრილობაზე დავამტკიცეთ ცეკავშირის სისტემის აღდგენა-განვითარების 2013-2014 წლების მიზნობრივ-კომპლექსური პროგრამა, რომლის განხორციელებით მოსალოდნელია: სოფლად 350-ზე მეტი ახალი მრავალდარგოვანი კოოპერატივის დაფუძნება 12000 სამუშაო ადგილით, ხოლო სასოფლო სამეურნეო პროდუქციის დამზადება-გადამუშავების, მინისაწარმოებისა და აგრარული ბაზრების საქმიანობის

გაუმჯობესებით, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე ფასების 15-20% –ით შემცირება.

დიდი იმედი გვაქვს, პირადად თქვენი დახმარებით ეს ორგანიზაცია გახდება ქმედუნარიანი და კოოპერატორთა მრავალრიცხოვანი შემადგენლობა საპასუხო შედეგსაც არ დააყოვნებს. წინასწარ გმადლობთ დახმარებისა და თანადგომისთვის, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ყრილობის თავმჯდომარე დავით ალექსიძე და ყრილობის მდივანი ია მურუსიძე.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46