სახალხო დამცველი შსს-ს მიერ აუქციონზე გატანილი ავტომანქანების საკითხით ინტერესდება

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 13:32

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილი ავტომანქანების საკითხით ინტერესდება. როგორც ომბუდსმენმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმით დაინტერესდა და თუ ის ფაქტი დადასტურება, რომ ავტომანქანები კერძო პირებს ეკუთვინის, ის აუქციონის საერთოდ გაუქმების რეკომენდაციას გასცემს.

"თუ გამოიკვეთება მტკიცებულებები, რომ ავტომანქანები ეკუთვნოდათ სხვადასხვა ბიზნესმენებს, თუ უბრალო მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება რეკომენდაცია, გადაიდოს ან საერთოდ არ ჩატარდეს აუქციონი", - განაცხადა ნანუაშვილმა.

ადვოკატი ირმა ჭკადუა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილი ავტომანქანების აუქციონის შეჩერებას ითხოვს, რადგან აუქციონზე გატანილ მანქანებს შორის 30-მდე პირმა საკუთარი ავტომობილი ამოიცნო, რომლებიც მათ შსს-ზე ან სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ პირებზე იძულებით გადააფორმებინეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45