რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით სამუშაო შეხვედრებს იწყებს

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 13:19

დღეიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის პირველი მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მასშტაბით სამუშაო შეხვედრებს გამართავენ. შეხვედრები რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში შესაბამისი განრიგის მიხედვით გაიმართება. პირველი შეხვედრა დღეს კახეთში სამხარეო ადმინისტრაციაშია დაგეგმილი.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია რიგი საკითხების განხილვა, რომელიც უკავშირდება როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე საქართველოს მთვარობასა და ევროპის კავშირს შორის 2011 წლის 14 ნოემბერის დაფინანსების ხელშეკრულებით (საქართველოში რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა) ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნულის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართება UNDP-სა და GIZ-ის ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით რეგიონული განვითარების საბჭოებთან. სამუშაო შეხვედრებზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთდება მოხსენებები იმ ძირითადი ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია რეგიონების რეგიონული განვითარების სტრატეგიების მომზადების პროცესთან, რაც თავის მხრივ მოიცავს ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურ ჩართულობასა და საჯაროობას.

ამავდროულად, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება იმ ღონისძიებებზე, რომელთა შესრულებაც, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. კერძოდ, მუნიციპალური დაგეგმვის შესაძლებლობის განვითარებისათვის მინიმალურ სტანდარტებთან, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეთა გადამზადების სისტემასთან დაკავშირებული საკითხები. დამატებით თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლებთან განიხილება ადგილობრივი ბიუჯეტების პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესიც.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46