არასამთავრობოები სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე რეაგირებას მოითხოვენ

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 13:23

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასჯელ-აღსრულების სისტემაში დამკვიდრებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კვლავაც სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, მათი მოთხოვნა, რომ ამ საქმეებზე ჩატარებულიყო გამოძიება, ჯერაც დაუკმაყოფილებელია.

"არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოვითხოვეთ, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, ყველა, მათ შორის, ვიდეოფირებზე ასახულ ფაქტებზე ჩატარებულიყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. გაჩნდა იდეა, სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივ პროკურორთან შექმნილიყო შესაბამისი პროფესიონალებით - იურისტებით, ექიმებით და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოახდენდა პატიმრების გამოკითხვას, მტკიცებულებების შეგროვებას და მათ მიწოდებას საზოგადოებრივი პროკურორისთვის. მიუხედავად მსგავსი გამოძიებისადმი უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესისა, ამ მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები არ შეიმჩნევა. ციხეებში არ ფიქსირდება გამომძიებლების მიერ მსჯავრდებულთა აქტიური ინტერვიუირება ინფორმაციის შეგროვების მიზნით და დღემდე საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

როგორც არასამთავრობოები აცხადებენ,  2012 წლის სექტემბერში დაყენებული მოთხოვნები ისევ აქტუალურია და ეფექტური გამოძიებისთვის მოითხოვენ:

1) უმოკლეს ვადებში მიანიჭოთ სპეციალურ ჯგუფს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მანდატი;

2)უზრუნველყოთ შესაბამისი პროფესიონალებით - იურისტებით, ექიმებით და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭოს ფორმირება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოახდენს პატიმრების გამოკითხვასა და მტკიცებულებების შეგროვებას;

3)საზოგადოების აქტიურ და რეგულარულ ინფორმირებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით;

განცხადებას ხელს  აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საზოგადოებრივი დამცველი; ციხის საერთაშორისო რეფორმა; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველო; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46