საქართველო EUPOS-ის წევრი ქვეყანა გახდა

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 13:01

საქართველო საერთაშორისო ორგანიზაცია EUPOS-ის (European Position Determination System) ასოცირებული წევრი გახდა.  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში გეოდეზია–კარტოგრაფიის ფუნქციის მატარებელ ორგანოს, EUPOS-ის მიერ შემოთავაზებული ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას აძლევს ტოპოგრაფიული ფუნქციები სტანდარტიზებულად და მაქსიმალური სიზუსტით განახორციელოს.

მუდმივად განახლებული, სრული და სტანდარტიზებული სივრცითი ინფორმაცია საქართველოს დაეხმარება სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, სანავიგაციო, გეოდეზიური სისტემის განვითარებაში, გარემოს დაცვის, ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროებში და ა.შ. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის გეოინფორმაციული მონაცემების შექმნას და სრულყოფას.

საერთაშორისო ორგანიზაცია EUPOS წარმოადგენს ევროპის რეგიონალური კონტროლისა და დიგიტალური გლობალური ნავიგაციის თანამგზავრულ სისტემას

(DGNSS), რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უზრუნველყოფს ისეთი კავშირის მქონე მულტიფუნქციური (DGNSS) საყრდენი სადგურების მუშაობას, რომლის გამოყენება შესაძლებელია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ნავიგაციაში გეოდეზიური პუნქტების განლაგებისთვის.

დღეისთვის ორგანიზაციაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 20-მდე ქვეყანაა გაწევრიანებული.

2013 წლის მაისში, საქართველო, როგორც წევრი ქვეყანა, EUPOS-ის მმართველი კომიტეტის შეხვედრას უმასპინძლებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46