არჩილ ხაბაძემ ბათუმის საზღვაო პორტი მოინახულა

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 13:00

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმის საზღვაო პორტი მოინახულა. ხაბაძე  გაეცნო ძირითადი ტვირთების, მიმართულებებისა და გადაზიდვების სიხშირეს, დაესწრო  ადმინისტრაციული შენობის პროექტისა და საავტომობილო ესტაკადის პრეზენტაციას.

არჩილ ხაბაძე პორტის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაოზე არსებული პირობების შესახებ გაესაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ეწვის  ნავთობტერმინალსა და ნავთობის გადამზიდავი გემების ნავმისადგომს. მოგვიანებით არჩილ ხაბაძემ კატარღით “თამარი 1“ ბათუმის აკვატორია დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის პორტს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. 2013 წლის იანვრის თვეში ბათუმის პორტიდან 200 000 ტონა მშრალი ტვირთი გადაიზიდა, რაც პორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, რეკორდული მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45