ყალბი დიპლომების დამზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 12:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

გამოირკვა, რომ კოლეჯ „გამა"-ს დირექტორი გიორგი ფ. ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის რეფერენტი ირმა კ. და ამავე დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ხათუნა შ. ფულადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ ყალბ დიპლომებს ამზადებდნენ.

აღნიშნულ პირებს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავების მიერ წინასწარ დანიშნული თანხა - 1500 ლარი აღმოაჩნდათ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია კონკრეტული პიროვნების სახელზე გამზადებული ყალბი დიპლომი.

სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. ჩადენილი დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39