ცვლილებები ეროვნულ ნაკრებში

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 12:48

 საღამოს,  4  თებერვალს,  ტირანაში  სრულად  შეიკრიბებიან  ის  ფეხბურთელები,  რომლებიც  თემურ ქეცბაიამ  ალბანეთთან ამხანაგური მატჩისთვის იხმო. ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა ალბანეთის დედაქალაქში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავა.  კვიპროსიდან მოემგზავრება გუნდის თავკაცი - თემურ ქეცბაიაც. რაც შეეხება თბილისიდან წამსვლელებს, ასეთი მხოლოდ ოთხია - ჯაბა კანკავა, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ლორია და ირაკლი ძარია.

მას შემდეგ, რაც თემურ ქეცბაიამ ალბანეთში წამსვლელთა სია დაასახელა, ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა. პირველად, გუნდს ჯანო ანანიძე გამოაკლდა, რომელმაც ოპერაციის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ განაახლა ვარჯიში და სასურველ ფორმაში არ იმყოფება. ქეცბაიამ სიას თითქმის მაშინვე დაამატა გერმანული "ბოხუმის" თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი. ნაკრებთან ერთად არ იქნება ნუკრი რევიშვილი. მის ნაცვლად კი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ეროვნულ გუნდში გამოიძახეს გიორგი მაკარიძე. სამწუხაროდ, დანაკლისები ამით არ დასრულებულა. თავის კლუბთან ერთად შეკრებაზე მყოფმა ბუბა დაუშვილმა ტრავმა მიიღო და ვერც "კარპატის" ნახევარმცველი შეძლებს "ჯვაროსნებთან" ერთად ყოფნას.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე, "ქემალ სტაფას" სტადიონზე დაიწყება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39