აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი

ორშაბათი, 04 თებერვალი, 2013 - 12:39

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, 26-დან 28 იანვრის ჩათვლით, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კუშადასში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. გიორგი თავართქილაძემ, ქალაქში ადგილობრივი პორტი მოინახულა. პორტთან 2003 წლიდან საკრუიზო კომპანია 'როიალ კარიბიანი' თანამშრომლობს. აღნიშნული კომპანია 400 პორტშია წარმოდგენილი. მათ შორის კუშადასის პორტი წარმატების მხვრივ 27-ე ადგილზეა. გადაწყდა, რომ აჭარის მთავრობის მოწვევით, 'როიალ კარიბიანი'-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯონ ტერსეკი ქალაქ ბათუმს საქმიანი ვიზიტით ეწვევა. შეხვედრა აჭარის მთავრობაში 4 თებერვალს არის დაგეგმილი. სტუმარს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61