სოციალურ სახლებში ბარაკების მცხოვრებლების შესახლება არ იგეგმება

, 03 თებერვალი, 2013 - 19:38

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრი გიორგი თავართქილაძე თამარის დასახლებაში სოციალური სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს უმცირესობის ლიდერის, რობერტ ჩხაიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამარის დასახლებაში აშენებულ ორ სოციალურ სახლში ბარაკებში მცხოვრებლები უნდა შეესახლებინათ, რეალობას არ შეესაბამება. მინისტრი აქვე განმარტავს, რომ ბათუმის ადგილობრივ თვითმმართველობას აღნიშნული ტერიტორიის სამინისტროსთვის გადმოცემისას რაიმე მსგავსი პირობა არ წამოუყენებია. ოპონენტისგან განსხვავებით, მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ ჟურნალისტებს, მტკიცებულების სახით, ბათუმის საკრებულოს მიერ 2012 წლის მარტში მომზადებული დადგენილება წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5