აშკარაა, პროკურატურა ჩიხშია - გიგი უგულავა

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 20:35

თბილისის მერმა დაკითხვის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გიგი უგულავას განცხადებით, მას საგამოძიებო ორგანოსთან არანაირი პრობლემები არ აქვს. მისი თქმით, საგამოძიებო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით ლირიული გადახვევებიც კი ჰქონდა.

მისი განცხადებით, პროკურატურა აშკარაა, რომ ჩიხშია და იმიტომ ჩქარობს, რომ ათასამდე ადამიანის ღიად და საჯაროდ სასამართლოში დაკითხვა მოუწევს.

"ბუნებრივია, რომ არც მე და არც საზოგადოება ამ ჩახუთულ და ბნელ ოთახებში ადამიანების დაკითხვას არ ენდობა, უმჯობესია, რომ დაკითხვა მოხდეს ღიად და საჯაროდ,  სასამართლო წესით", - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომ თბილისის მერიას ხალხი ჰყავდა დასაქმებული და ხელფასს უხდიდნენ, უგულავა სასაცილოს უწოდებს, რადგან გამოძიებაც აღიარებს, რომ ხალხი დასაქმებული იყო და მათ ხელფასებიც დაურიგდათ. თბილისის მერი ამბობს,რომ კიდევ უფრო აბსურდული ბრალდება მზადდება აგენტებთან დაკავშირებით.

"დაახლოებით 22 - 23 ათასია ისეთი ადამიანი, რომლის დაკითხვაც მოუწევს სასამართლოს და პროკურატურას. ეს ისეთი რაოდენობაა, რომ შეიძლება წლებიც კი დასჭირდეს მათ დაკითხვას და უფრო მეტი წელი ვიდრე შეიძლება ამ ხელისუფლებამ დაჰყოს ლეგიტიმურად. ვამბობ ყოველგვარი კატაკლიზმების გარეშე", - ამბობს უგულავა.

მისი განცხადებით, ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46