გიგი უგულავას ოთხსაათიანი დაკითხვა დასრულდა

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 20:21

თბილისის მერიაში გიგი უგულავას თითქმის ოთხსაათიანი დაკითხვა დასრულდა. უგულავას დაკითხვას, გამომდინარე იქიდან, რომ მოწმის სტატუსით იკითხებოდა, მისი ადვოკატი არ დასწრებია. გიგი უგულავამ გამოძიებასთან ითანამშრომლა და მის ყველა კითხვას უპასუხა.

"უგულავა საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა და გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა", - აღნიშნა "ჯეონიუსთან" გამომძიებელმა თამარ კუჭავამ.

მერი პროკურორმა ნუგზარ სალიამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა თამარ კუჭავამ დაკითხეს.

დაკითხვის დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

თბილისის მერიაში ჟურნალისტებთან კომენტარს ქალაქის მერი გიგი უგულავა უახლოეს ხანში გააკეთებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო 5 მილიონი ლარის გახარჯვის კანონიერებას ადგენს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5