მაია ფანჯიკიძე ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 19:19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანტონიო პატრიოტას შეხვდა. შეხვედრა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ბრაზილიელ კოლეგასთან ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.

"ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე ბრაზილიელი კოლეგა დაინტერესდა განათლების საკითხით და ამ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობით", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს კავკასიის ტურნეს ფარგლებში ბრაზლიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსაც ესტუმრება.

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ დღესვე ორმხრივი შეხვედრები გამართა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩეკთან და ბავარიის სახელმწიფო მინისტრ ემილია მიულერთან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46