თვალსა და ხელს შუა გვაპარებენ ახალი სეპარატიზმის იდეას - მიხეილ სააკაშვილი

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 18:17

ეს არის გეგმის ერთი ნაწილი, - მიხეილ სააკაშვილი ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩახალიანის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოში ახალი სეპარატული პროექტის განხორციელება იწყება.

"თვალსა და ხელს შუა გვაპარებენ ახალი სეპარატიზმის იდეას. აფხაზეთიდან რკინიგზის გახსნა საქართველოს გავლით სომხეთზე, რაც დღევანდელ ეტაპზე ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩახალიანის გათავისუფლება, რომელმაც დაიწყო ორგანიზებული შემოტევა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე და ახლა ეს თემა, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესახებ, ყველაფერი ეს ერთმანეთთან არის კავშირში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რუსეთში მყოფი ჯავახეთის დიასპორა სამცხე-ჯავახეთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადების მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას მიმართა. დიასპორის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტური ხელშემწყობი გარემოებები, კერძოდ, საერთაშორისო სარკინიგზო ხაზების სიახლოვე, იაფი მუშახელი და რეგიონის სიახლოვეს განვითარებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5