გოგა ხაჩიძე: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პირადად მე დამისვან შეკითხვები

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 17:26

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული პროექტი იყო პირადად ჩემი იდეა და სრულიად ინფორმირებული ვარ მის განხორციელებაზე, - საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე დასაქმების სააგენტოს ყოფილი დირექტორის, რამაზ სულამანიძის დაკითხვებზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.

 ხაჩიძე აღნიშნავს, რომ დასაქმების სააგენტოს შექმნის შესახებ იდეა მას ეკუთვნის და მთავრობას მოუწოდებს, საკითხის შესახებ კითხვები თავად მას დაუსვან.

"გასული წლის ივლისში, ჩემი ინიციატივით შეიქმნა დასაქმების მინისტრის თანამდებობა, რომლის მიზანიც უნდა ყოფილიყო საქართველოში უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლა. თუმცა, სამწუხაროდ ამ წამოწყებას ახალი მთავრობის მიერ გაგრძელება არ მოჰყოლია. ნაცვლად იმისა, რომ განევითარებინათ ეს პროექტი და ხელი შეეწყოთ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის აღმოფხვრისთვის, დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით საკუთარი უმოქმედობის გადასაფარად გადაწყვიტა სხვა გზით წასულიყო. უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაკითხვებზე იბარებენ აღნიშნული სააგენტოს ყოფილ დირექტორს, რამაზ სულამანიძეს და მის რიგით თანამშრომლებს, რომლებმაც უამრავი დრო და ენერგია მოახმარეს ამ პროექტის განხორციელებას.

მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავი დაანებოს რიგითი საჯარო მოხელეების დაკითხვებზე ტარებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული პროექტი იყო პირადად ჩემი იდეა და სრულიად ინფორმირებული ვარ მის განხორციელებაზე. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა სითამამე და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პირადად მე დამისვამენ შეკითხვებს", -აცხადებს გოგა ხაჩიძე facebook- ის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5