თედო ჯაფარიძე მიუნხენში კონფერენციაზე იმყოფება

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 17:34

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე მიუნხენში უსაფრთხოების რიგით 49–ე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები გერმანიაში 1–დან 4 თებერვლამდე იმსჯელებენ  სირიასა და  მალიში განვითარებულ მოვლენებზე, დაცვის ვალდებულებაზე (R2P), ეკონომიკური კრიზისის,  ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებისა და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ.

აღნიშნულ კონფერენციაზე იმყოფება ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მოწვეულ სტუმრებს შორის არიან: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში ქეთრინ ეშტონი, ნატო–ს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვა მაღალი რანგის პირები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39