ამერიკელ მომღერალ ლედი გაგას "ჩამქრალი ვარსკვლავი" უწოდეს

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 17:09

ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა "2012 წლის ჩამქრალ ვარსკვლავად" დასახელდა. ეს ტიტული გაგას ბრიტანულმა სააგენტომ AccuraCast-მა მიანიჭა, რომელიც ინტერნეტში ცნობილ ადამიანებზე გავრცელებულ ინფორმაციას აგროვებს, აანალიზებს და შემდეგ ვარსკვლავის სტატუსს ანიჭებს.

ინტერნეტ-მომხმარებელთა ინტერესი ლედი გაგას მიმართ, გასული წლიდან მოყოლებული მკვეთრად შემცირდა და "დამწყები მუსიკოსებისადმი" არსებული ინტერესის კოეფიციენტს გაუტოლდა.

გარდა იმისა, რომ გაგა აღარავის აინტერესებს, მომღერალს თაღლითობაშიც სდებენ ბრალს. გავრცელებული ინფორმაციით, "ჩამოვარდნილ ვარსკვლავს" "Twitter"-ზე ხელმომწერები ხელოვნურად ჰყავს გაზრდილი. ამას გარდა, მისი YouTube-ს პროფილზე განთავსებული ვიდეოებიდან რამდენიმე მილიონი ნახვა უკვე გაქრა. ლედი გაგა საკუთარი კლიპების რეიტინგსაც კი აყალბებდა.

შეგახსენებთ, რომ ლედი გაგას ნამდვილი სახელი - სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა არის, ის დაიბადა 1986 წლის 28 მარტს.

სტეფანის პირველი ტურნე 2009 წლის 12 მარტს დაიწყო და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4