გიორგი ღვინიაშვილს პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაკითხავს

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 17:05

საქართველოს მთავარი პროკურატურა ამირან(ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით კახეთის ყოფილ გუბერნატორს, პარლამენტის წევრს გიორგი ღვინიაშვილს მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იბარებს.

 განცხადებას პროკურატურის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

„საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით (მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,კანონით დადგენილი წესით) მოწმის სახით ჩვენების მისაცემად მოიწვია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი.

ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების (ირაკლი მიქაბერიძის, კახაბერ აზარიაშვილის, ლევან დანგაძის, აკაკი ბართაიას და გიორგი ქურდაძის ) მიმართ პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით გამოძიებას აწარმოებდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა და თბილისის პროკურატურა. გიორგი ღვინიაშვილი თბილისის პროკურორი იყო 2004 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ჩათვლით.

საქართველოს მთავარ პროკურატურას აქვს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კითხვები აქვს გიორგი ღვინიაშვილთან, როგორც ამ გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელთან.

გიორგი ღვინიაშვილი დაბარებულია დაკითხვაზე 2013 წლის 2 თებერვალს 14 საათზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ღვინიაშვილი თბილისის პროკურორად 2004-2008 წლებში მუშაობდა. ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს,  პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით გამოძიებას აწარმოებდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა და თბილისის პროკურატურა.

შეგახსენებთ, 2004 წლის 24 ნოემბერს, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციამ გააჩერა BMW-ს მარკის ავტომანქანა. ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მანქანიდან გადმოსული ბუტა რობაქიძე. რობაქიძესთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ მისი მეგობრები: კახაბერ აზარაშვილი, გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე.

გიორგი ბაშალეიშვილს გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46