ქუთაისში ამირან მუდმივის ქუჩა გახსნეს

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 16:06

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა და საკრებულოს ფრაქცია "ქუთაისის" წევრებმა თეატრალიზებული აქცია გამართეს და ქუჩა "ამირან მუდმივი" გახსნეს. მათ ტრაფარეტი "ამირან მუდმივი ნომერი 5" ქალაქის მუნიციპალიტეტის ფასადზე განათავსეს.

საპროტესტო აქცია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანის წინააღმდეგ გაიმართა. ქუთაისელები ამბობენ, რომ ამირან ხვადაგიანის თავმჯდომარეობის პერიოოდში ქუთაისს სარგებელი არ უნახავს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხვადაგიანი საკრებულოში ჯერ კიდევ მოქალაქეთა კავშირის პერიოდიდანაა და ბოლო 8 წელია საკრებულოს თავმჯდომარეა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46