დავით ნარმანია თელავში კომპენსაციების გაცემის პროცესს დაესწრო

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 16:08

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, "ქართუ ბანკის" თელავის ფილიალში კომპენსაციების გაცემის პროცესს დაესწრო. მინისტრმა სოფელ ვანთაში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების შეკეთებული სახურავებიც დაათვალიერა ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებს გაეცნო.

დავით ნარმანიამ კომპენსაციის ასაღებად მისულ გლეხებს საკომპენსაციო თანხის დათვლის მეთოდოლოგიასა და კომპენსაციების გაცემის პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია.

დღესვე, დავით ნარმანია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტსა და ვანთაში იმყოფებოდა. მინისტრი სოფელ ბუშეტის მოსახლეობას შეხვდა და მათთან კომპენსაციებსა და საგაზაფხულო სამუშაოებზე ისაუბრა, მანვე ადგილობრივებს მთავრობის ინიციატივა გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად გლეხებისთვის თანხის გამოყოფას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46