ბიძინა ივანიშვილი: ნაციონალებმა რაღაც ხომ უნდა იყვირონ

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 15:25

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დავით საგანელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრთა ნაწილის პროტესტი იუსტიციის სახლში, უმრავლესობასთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან შეაფასა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, რეგიონებში განვითარებული პროცესები, შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობის მიერ იყოს ინსპირირებული.

"ნაციონალური მოძრაობა ახერხებს, რომ არათუ რეგიონებში გამგებლების შეცვლა, არამედ საკრებულოებში აჟიოტაჟი გამოიწვიოს, ხშირად ქუჩებში გამოსვლები,  რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში მათგან მართული იყო. ახლა ეს პროცესები, საკრებულოების და გამგებლების ჩამთავრდა და რაღაც ხომ უნდა იყვიროს ნაციონალურმა მოძრაობამ. ახლა საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებაზე გვედავებიან, რომ თურმე გამოდიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და დემონსტრაციებს მართავენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ინსპირირებული", - განაცხადა პრემიერმა.

რა საკითხზე იმართემა პრემიერისა და უმრავლესობის შეხვედრა, ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრამდე არ გაახმაურა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45