დავით ლილუაშვილი მერაბიშვილის განცხადებას რევანშისტულ მუქარად აფასებს

შაბათი, 02 თებერვალი, 2013 - 15:44

კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მუქარად აფასებს, რომელიც რევანშისტულ მოტივებს ატარებს.

 "ჯეონიუსი" გთავაზობთ დავით ლილუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"1 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომ ისინი არ დაელოდებიან ახალი ხელისუფლების ოთხწლიან მმართველობას, არის მუქარა რომელიც ატარებს რევანშისტულ მოტივებს.

ახალი ხელისუფლების მიმართ, ანალოგიურ აპათიურ და აგრესიულ განცხადებებს, ბოლო პერიოდში აკეთებს (ყოფილი პრეზიდენტი) მიხეილ სააკაშვილიც.

ცხრაწლიანი ავტორიტარული რეჟიმის შემომქმედნი, რასაც სააკაშვილ-მერაბიშვილი ჩადიოდნენ მრავალი წლის მანძილზე, როცა ქუჩაში ხვრეტდნენ ასობით ახალგაზრდას, ახორციელებდნენ მასობრივ პოლიტიკურ რეპრესიებს, ატერორებდნენ ბიზნეს სექტორს, ახდენდნენ კერძო საკუთრების ხელყოფას, აწარმოებდნენ ინტელიგენციის, დევნილების, ვეტერანების და სხვათა უფლებების ტოტალურ დარღვევებს, ყოველივე აღნიშნულისათვის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, 2012 წლის 1ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, თითქმის გაგაძევათ ქვეყნის პოლიტიკური სივრციდან, მაგრამ სამწუხაროდ დღესაც ვერ აკეთებთ სწორ პოლიტიკურ ანალიზს და თქვენს რიტორიკაში აგრძელებთ ძალის დემონსტრირებას.

ხალხმა არჩევნების, ანუ დემოკრატიული გზით არ მოგცათ „ნაციონალებს“ ხელისუფლებაში ყოფნისა და თქვენი დიქტატის გაგრძელების საშუალება.

საინტერესოა, თქვენ როგორ აპირებეთ არ დაელოდოთ ან არ დააცადოთ ახალ ხელისუფლებას ლეგიტიმურ დროში მოღვაწეობა?

ბოროტად ნუ იყენებეთ საზოგადოების გადაწყვეტილებას, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ჩადენილი არასრული დანაშაულისათვის, მხოლოდ პოლიტიკური ფორმით გაგებინათ პასუხი და ნუღარ ცდილობთ ხალხის პროვოცირებას და გაღიზიანებას", - ნათქვამია კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარის დავით ლილუაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41